რა არის სტაბილური კოინი?
სტაბილური კოინი არის ვირტუალური აქტივი, რომელიც გამყარებულია ტრადიციული (ფიატ) ვალუტით, ფიზიკური ან ციფრული აქტივით ან მიბმულია რომელიმე ფინანსურ ინსტრუმენტთან. მაგალითად, სტაბილური კოინი შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს აშშ დოლარით, ლარით, ოქროთი და ა.შ.
შეიძლება ითქვას, რომ სტაბილური კოინები წარმოადგენს ერთგვარ ხიდს კრიპტოსამყაროსა და ტრადიციულ ფინანსურ სისტემას შორის და ორი სამყაროს საუკეთესო მახასიათებლებს აერთიანებს.
ამ ტიპის ვირტუალური აქტივების სტაბილურობას განაპირობებს რეზერვის სახით გადადებული აქტივები და ალგორითმული ფორმულები, რომლებიც ვირტუალური აქტივის მიმოქცევას არეგულირებს. აქედან მომდინარეობს ვირტუალური აქტივის ამ კატეგორიის სახელწოდება – სტაბილური. სტაბილური კოინისა და იმ ვალუტის გაცვლითი კურსი, რომლითაც ის არის გამყარებული, ხშირად ფიქსირებულია 1/1-თან.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანი ჩვენს ბლოგპოსტს მარკეტერზე: https://www.marketer.ge/kartuli-stabiluri-crypto-coin/