რა არის ბლოკჩეინი?

ბლოკჩეინი („ბლოკების ჯაჭვი“) განაწილებულ მონაცემთა ციფრული ჟურნალია, რომელიც ქსელში ტრანზაქციებისა და ციფრული აქტივების მოძრაობის აღნუსხვა-მონიტორინგს უზრუნველყოფს და რომელიც კომპიუტერული ქსელის კვანძების მეშვეობით ზიარდება.ბლოკჩეინზე მონაცემებს შიფრი ენიჭება და ურთიერთდაკავშირებულ ბლოკებში ინახება.მაგალითად, ბლოკჩეინი შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ტრანზაქციის გამგზავნი და მიმღები, დრო და თარიღი, ჯამური ღირებულება და უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი. ეს ინფორმაცია სრულიად გამჭვირვალე და საჯაროა. ჩანაწერები ჟურნალში ქრონოლოგიურად ლაგდება და ბლოკების ციფრული ჯაჭვად იქცევა. ქსელში ახალი ბლოკის შექმნამდე ინფორმაცია შემოწმებას გადის.პირველი ბლოკჩეინი – ბიტკოინი – 2009 წელს გაეშვა და მის პირველ ბლოკს „გენზის“ ბლოკად მოიხსენიებენ.