მთავარი

როგორ ჩავრიცხო დოლარი?

დოლარის ჩარიცხვა Coinmania-ს საფულეში შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს და თიბისი ბანკის ანგარიშიდან. 

დოლარით ყიდვა/გაყიდვა/გადარიცხვის დღიური ლიმიტია $10 000.

თუ საქართველოს ბანკიდან რიცხავ, გადმორიცხე დოლარი ანგარიშის ნომერზე: GE79BG0000000160951585

დანიშნულებაში აირჩიეთ ''სხვა'', შემდეგ კი აუცილებლად მიუთითეთ საფულის ID ნომერი, რომელიც ჩანს ზემოთ მარჯვენა კუთხეში და პროფილში, ან თქვენი ელექტრონული საფულის ელფოსტა, რომლითაც რეგისტრირებული ხართ coinmania-ზე.

თუ ვერ წერთ @ სიმბოლოს, მის ნაცვლად ჩაწერეთ სამი წერტილი, მაგალითად: info…gmail.com.

ხოლო თუ თიბისი ბანკიდან გსურს გადმორიცხვა ანგარიშის ნომერზე: GE53TB7256036120100004

დანიშნულებაში  მიუთითეთ საფულის ID ნომერი, რომელიც ჩანს ზემოთ მარჯვენა კუთხეში და პროფილში.

დანიშნულებაში ელ.ფოსტის/ID-ის მიუთითებლად ან ელ.ფოსტის/ID-ის არასწორად მითითების შემთხვევაში გადმორიცხული თანხა გადმომრიცხავს საბანკო ანგარიშზე დაუბრუნდება.

მიუთითე თანხის ოდენობა და დაადასტურე გადახდა.

გაითვალისწინე!

თიბისი ბანკიდან დოლარის შემოტანის დადასტურება ხდება ბანკის სამუშაო დღეებსა და საათებში (ორშაბათი-პარასკევი10:00-19:00 და შაბათი 10:00-14:00)