როგორ ჩავრიცხო ევრო?
Coinmania-ს საფულეში ევროს ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ბანკიდან.
გაითვალისწინე, რომ ევროთი ყიდვა/გაყიდვა/გადარიცხვის დღიური ლიმიტია 3000€.
გადმორიცხეთ ევრო ანგარიშის ნომერზე: GE79BG0000000160951585
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითე Coinmania.ge-ზე რეგისტრირებული ელ.ფოსტის მისამართი ან საფულის ID ნომერი.
(თუ დანიშნულებაში ვერ წერ @ სიმბოლოს, მის ნაცვლად ჩაწერე სამი წერტილი (...). მაგალითად: info…gmail.com). ელ.ფოსტა ან საფულის ID ნომერი ჩანს ზედა მარჯვენა კუთხეში და პროფილში.
დანიშნულებაში ელ.ფოსტის მიუთითებლად ან ელ.ფოსტის არასწორად მითითების შემთხვევაში გადმორიცხული თანხა გადმომრიცხავ საბანკო ანგარიშზე დაბრუნდება.
მხედველობაში გქონდეს:
00:00 საათიდან 10:00 საათამდე საქართველოს ბანკში მიმდინარე საბანკო დღის დახურვის გამო ევროს შემოტანა ან გატანა შეფერხებულია.
სხვისი საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხული თანხები დაბრუნდება გადმომრიცხავს საბანკო ანგარიშზე.
თუ საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან რიცხავ
აირჩიეთ თანხის შეტანა ანგარიშზე
აირჩიეთ პირადი ნომრით, მიუთითეთ პირადი ნომერი და დადასტურება SMS კოდით
შემდეგ აირჩიეთ იურიდიული პირი/ინდ.მეწარმე და ჩამრიცხავი პირის მონაცემები
მიუთითეთ Coinmania-ს საიდენტიფიკაციო კოდი (405189166) და ვალუტა ევრო
შემოწმების გვერდზე დარწმუნდით, რომ კომპანიის დასახელებაში მითითებულია „შპს კოინმანია“, ხოლო ჩამოთვლილი საბანკო ანგარიშებიდან აირჩიეთ ანგარიში ბოლო ოთხი ციფრით 1585.
აირჩიეთ დამფუძნებლის შენატანი
შეიყვანეთ Coinmania-ზე რეგისტრირებული ელ.ფოსტა ან საფულის ID
სასურველი თანხის შეტანის შემდეგ დააჭირეთ დასრულებას.