მთავარი

როგორ ჩავრიცხო ლარი?

საფულეში ლარის ბალანსის შევსება შეგიძლია ნებისმიერი ქართული საბანკო ანგარიშიდან Coinmania-ს TBC ან საქართველოს ბანკის ანგარიშებზე გადმორიცხვით. 

1.1. როგორ ჩავრიცხო TBC ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით?

გადმორიცხე თანხა ანგარიშის ნომერზე: GE48TB7256036080100010

დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითე  ელექტრონული საფულის ელ.ფოსტა, რომლითაც რეგისტრირებული ხარ Coinmania-ზე ან საფულის ID ნომერი, რომელიც ჩანს მარჯვენა ზედა კუთხესა და პროფილში. 

მიუთითე თანხის ოდენობა და დაადასტურე გადახდა.

1.2. როგორ ჩავრიცხო ლარი Tbcpay.ge-დან?

  • შედიხარ ვებგვერდზე Tbcpay.ge
  • საძიებო ველში წერ შემდეგს: კოინმანია ან coinmania
  • აბონენტის ნომრის ველში მიუთითე მიმღების Coinmania-ს ID და დააჭირე ღილაკს შემოწმება
  • დარწმუნდი, რომ ინიციალები ემთხვევა მომხმარებლის სახელსა და გვარს. შემდეგ, შესაბამის ველში შეიყვანე თანხა
  • აირჩიე გადახდის სასურველი მეთოდი და დააჭირე ღილაკს გადახდა
  • თუ მეთოდად ქართული ბანკის ბარათით გადახდას აირჩევ, ახალ ფანჯარაში შეიყვანე ბარათის მონაცემები
  • თუ სისტემა ავტორიზაციას მოგთხოვს, ისარგებლე საკუთარი Google-ის ანგარიშით ან მობილურის ნომრით, რომელზეც SMS კოდს მიიღებ
  • არჩეული გადახდის მეთოდის შესაბამისად მიჰყევი ინსტრუქციას და დაასრულე გადახდა.

სულ ესაა!

1.3. როგორ ჩავრიცხო ლარი Tbcpay-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან?

TBC Pay-ის აპარატიდან ლარის შესავსებად აირჩიე ორი გზიდან ერთ-ერთი:

პირველი გზა:

  • აირჩიე ღილაკი ბანკები და სხვა ფინანსური მომსახურება
  • შემდეგ → ელექტრონული საფულეები და Coinmania
  • აირჩიე გადახდის სასურველი მეთოდი. მაგალითად: პირადი ნომრით
  • შეიყვანე შენი პირადი ნომერი და დააჭირე ღილაკს წინ
  • მობილურის ნომერზე მოსული SMS კოდი შეიყვანე შესაბამის ველში და დააჭირე ღილაკს დადასტურება
  • შემდეგ ველში შეიყვანე მიმღების Coinmania-ს ID და დააჭირე ღილაკს წინ
  • მომდევნო გვერდზე გამოჩნდება მიმღების Coinmania-ს ID და მისი ინიციალები. დარწმუნდი მონაცემების სიზუსტეში და დააჭირე ღილაკს წინ
  • აპარატში მოათავსე სასურველი ოდენობის თანხა და დააჭირე გადახდას.

სულ ესაა!

  • TBC Pay-ის აპარატზე დააჭირე ღილაკს დაზღვევა/ბანკები მიკრო საფინანსო
  • აირჩიე ბანკები და შემდეგ თიბისი ბანკი
  • აირჩიე კომპანიის ანგარიშზე თანხის შეტანა
  • აკრიფე პირადი ნომერი
  • შეიყვანე მობილურ ტელეფონზე მოსული SMS კოდი და დააჭირე ღილაკს დადასტურება
  • აკრიფე Coinmania-ს საიდენტიფიკაციო კოდი 405 189 166 და დააჭირე ღილაკს შემოწმება
  • დარწმუნდი, რომ ეკრანზე ჩანს შპს კოინმანია და აირჩიე ანგარიში ***0010
  • დანიშნულებაში მიუთითე Coinmania-ზე რეგისტრირებული მომხმარებლის  ელ.ფოსტა ან საფულის ID ნომერი, რომლის ბალანსზეც უნდა აისახოს თანხა
  • აირჩიე დანიშნულების შენახვა და დააჭირე ღილაკს შემდეგი
  • შეიტანე სასურველი თანხა და დააჭირე ღილაკს გადახდა.

სულ ესაა!

1.4. როგორ ჩავრიცხო ლარი საქართველოს ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით?

გადმორიცხე თანხა ამ ანგარიშის ნომერზე: GE79BG0000000160951585

დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითე Coinmania.ge-ზე რეგისტრირებული ელ.ფოსტის მისამართი ან საფულის ID ნომერი.

(თუ დანიშნულებაში ვერ წერ @ სიმბოლოს, მის ნაცვლად ჩაწერე სამი წერტილი (...). მაგალითად: info…gmail.com). ელ.ფოსტა ან საფულის ID ნომერი ჩანს ზედა მარჯვენა კუთხეში და პროფილში.

მიუთითე თანხის ოდენობა და დაადასტურე გადახდა.

1.5. როგორ ჩავრიცხო ლარი საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან?

  1. აირჩიე თანხის შეტანა ანგარიშზე
  2. ვერიფიკაციის მეთოდში აირჩიე პირადი ნომრით
  3. შეიყვანე შენი პირადი ნომერი
  4. შეიყვანე ტელეფონის ნომერზე მიღებული ერთჯერადი ოთხნიშნა SMS კოდი
  5. აირჩიე იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე
  6. აირჩიეთ ვისთვის შეგაქვს თანხა
  7. შემდეგ მიუთითე „შპს კოინმანიას“ საიდენტიფიკაციო კოდი: 405 189 166; (ან მიუთითეთ ანგარიშის ნომერი - GE79BG0000000160951585 )
  8. აირჩიე სასურველი ვალუტა: ლარი
  9. დარწმუნდი, რომ ეკრანზე ჩანს „შპს კოინმანია“, შემდეგ კი აირჩიე ანგარიში: GE**BG******951585
  10. აირჩიე სხვა დანიშნულება
  11. მიუთითე Coinmania-ზე რეგისტრირებული საფულის ელ.ფოსტა ან საფულის ID ნომერი, რომლის ბალანსზეც უნდა აისახოს თანხა.

    სულ ესაა!

1.6. როგორ ჩავრიცხო ლარი სხვა ბანკებიდან?

გადმორიცხე თანხა შემდეგი ანგარიშის ნომრებიდან რომელიმეზე:

GE48TB7256036080100010

GE79BG0000000160951585

დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითე Coinmania.ge-ზე რეგისტრირებული ელ.ფოსტის მისამართი ან საფულის ID ნომერი.

(თუ დანიშნულებაში ვერ წერ @ სიმბოლოს, მის ნაცვლად ჩაწერე სამი წერტილი (...). მაგალითად: info…gmail.com). ელ.ფოსტა ან საფულის ID ნომერი ჩანს ზედა მარჯვენა კუთხეში და პროფილში.

მიუთითე თანხის ოდენობა და დაადასტურე გადახდა.