როგორ ჩავრიცხო ლარი Tbcpay-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან?
TBC Pay-ის აპარატიდან ლარის შესავსებად აირჩიე ორი გზიდან ერთ-ერთი:
პირველი გზა:
- აირჩიე ღილაკი ბანკები და სხვა ფინანსური მომსახურება
- შემდეგ → ელექტრონული საფულეები და Coinmania
- აირჩიე გადახდის სასურველი მეთოდი. მაგალითად: პირადი ნომრით
- შეიყვანე შენი პირადი ნომერი და დააჭირე ღილაკს წინ
- მობილურის ნომერზე მოსული SMS კოდი შეიყვანე შესაბამის ველში და დააჭირე ღილაკს დადასტურება
- შემდეგ ველში შეიყვანე მიმღების Coinmania-ს ID და დააჭირე ღილაკს წინ
- მომდევნო გვერდზე გამოჩნდება მიმღების Coinmania-ს ID და მისი ინიციალები. დარწმუნდი მონაცემების სიზუსტეში და დააჭირე ღილაკს წინ
- აპარატში მოათავსე სასურველი ოდენობის თანხა და დააჭირე გადახდას.
სულ ესაა!
- TBC Pay-ის აპარატზე დააჭირე ღილაკს დაზღვევა/ბანკები მიკრო საფინანსო
- აირჩიე ბანკები და შემდეგ თიბისი ბანკი
- აირჩიე კომპანიის ანგარიშზე თანხის შეტანა
- აკრიფე პირადი ნომერი
- შეიყვანე მობილურ ტელეფონზე მოსული SMS კოდი და დააჭირე ღილაკს დადასტურება
- აკრიფე Coinmania-ს საიდენტიფიკაციო კოდი 405 189 166 და დააჭირე ღილაკს შემოწმება
- დარწმუნდი, რომ ეკრანზე ჩანს შპს კოინმანია და აირჩიე ანგარიში ***0010
- დანიშნულებაში მიუთითე Coinmania-ზე რეგისტრირებული მომხმარებლის ელ.ფოსტა ან საფულის ID ნომერი, რომლის ბალანსზეც უნდა აისახოს თანხა
- აირჩიე დანიშნულების შენახვა და დააჭირე ღილაკს შემდეგი
- შეიტანე სასურველი თანხა და დააჭირე ღილაკს გადახდა.
სულ ესაა!