მთავარი

როგორ მოვიქცე, თუ გადარიცხული ვირტუალური აქტივი (კრიპტო) არ აისახა მიმღებ საფულეში?

მიმღებ საფულეში შენი მიერ გადარიცხული ვირტუალური აქტივი (კრიპტო) შეიძლება არ აისახოს, თუ:

  • არასწორად მიუთითე მიმღების კრიპტომისამართი
  • მიმღების საფულეს არ აქვს გადარიცხული კრიპტო აქტივის მხარდაჭერა
  • მისამართიც სწორია და საფულესაც მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჯერ ბლოკჩეინში არ დადასტურებულა (დაკონფირმებულა) აღნიშნული ტრანზაქცია

ბლოკჩეინში გაგზავნილი კრიპტო აქტივი ადრესატმა რომ მიიღოს, მიმღების საფულეს გაგზავნილი კრიპტოს  მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.

თუ კოინმანიიდან არასწორად გადარიცხე კრიპტო აქტივი, პირველ რიგში საფულეში შეამოწმე ტრანზაქციის სტატუსი. ამისთვის:

  • აირჩიე სარჩევი
  • შემდეგ კრიპტო გადარიცხვები
  • მოძებნე ტრანზაქცია და დააწექი მეტს
  • თუ სტატუსი გადარიცხულია, ეს იმას ნიშნავს, რომ Coinmania-ს საფულიდან თანხა გადარიცხულია

1.1. თუ გადარიცხე არასწორ მისამართზე, მაშინ:

თუ ბლოკჩეინის მისამართს ან ქსელს არასწორად მიუთითებ, გადარიცხულ კრიპტო აქტივს ვერ დაიბრუნებ.

1.2. თუ მიმღებ საფულეს არ აქვს გადარიცხული კრიპტოს მხარდაჭერა, მაშინ:

უხშირეს შემთხვევაში, გადარიცხულ კრიპტო აქტივს ვერ დაიბრუნებ. იმ იშვიათ შემთხვევაში კი, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, დაბრუნება სრულიად მიმღების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. ამისთვის:

  • თუ იცი, რომელ პლატფორმაზე გადარიცხე კრიპტო (მაგალითად, Binance), მაშინ უნდა დაუკავშირდე პლატფორმის საფულის მხარდაჭერის სამსახურს, გაუგზავნო შენი ტრანზაქციის ID და სთხოვო დახმარება. თუმცა, ეს მხოლოდ მიმღები საფულის ან პლატფორმის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს გადარიცხვის წინ დარწმუნდი, რომ:

  • რიცხავ სასურველ ვირტუალურ აქტივს (ზოგი კრიპტო აქტივის სახელი ერთმანეთს ძალიან ჰგავს)
  • იყენებ ქსელის სწორ მისამართს
  • მიმღების ქსელს აქვს აღნიშნული კრიპტო აქტივის მხარდაჭერა.

1.3. თუ დარწმუნებული ხარ, რომ მისამართი სწორია და საფულეს გადარიცხული კრიპტოს მხარდაჭერა აქვს, მაშინ:

თუ კრიპტომისამართი სწორია, გადაამოწმე ტრანზაქცია ბლოკჩეინში, ამისთვის დააწექი ტრანზაქციის ID-ის და ბლოკჩეინში გადახვალ.

თუ ტრანზაქცია ბლოკჩეინში დადასტურებული (დაკონფირმებულია), ეს იმას ნიშნავს, რომ თანხა სრულიად მიმღები საფულის მფლობელობაშია და ასახვასთან დაკავშირებით აუცილებლად მათ უნდა დაუკავშირდე, გაუგზავნო ტრანზაქციის ID, იგივე ჰეში და შემოწმება სთხოვო.

თუ ტრანზაქცია ბლოკჩეინში დაუდასტურებელია(დაუკონფირმებელია), გთხოვ, დაელოდო ბლოკების გამოსვლას, რათა შენი ტრანზაქცია დადასტურდეს.