როგორ მოვიქცე, თუ გადმორიცხული ვირტუალური აქტივი (კრიპტო) არ ამესახა?
თუ Coinmania-ზე სხვა საფულიდან ვირტუალური აქტივი (კრიპტო) გადმორიცხე და არ აგესახა, პირველ რიგში, გადაამოწმე ტრანზაქციის სტატუსი და მითითებული მისამართის სისწორე გადმომრიცხავ საფულეში.
თუ სტატუსი დასრულებულია და მისამართიც სწორია, ტრანზაქცია ბლოკჩეინში გადაამოწმე, დადასტურებული (დაკონფირმებულია), თუ არა.
თუ ტრანზაქცია ჯერ დადასტურებული (დაკონფირმებული) არ არის, დაელოდე ბლოკების გამოსვლას. როგორც კი ტრანზაქცია დადასტურდება, თანხა საფულეში აგესახება.
თუ ტრანზაქცია ბლოკჩეინში დადასტურებული (დაკონფირმებულია), მაგრამ Coinmania-ზე მაინც არ გესახება, აუცილებლად მოგვწერე მომხმარებელთა მხარდაჭერის ჩატში ან ელ.ფოსტაზე support@coinmania.ge. ჩვენი გუნდი ყველანაირად შეეცდება ამ საკითხის მოგვარებაში დაგეხმაროს.