როგორ გადავრიცხო ვირტუალური აქტივი (კრიპტო) Coinmania-ს საფულიდან?
Coinmania-ს საფულიდან სხვა საფულეში/პლატფორმაზე ვირტუალური აქტივის (კრიპტოს) გადასარიცხად:
- საფულეში აირჩიე შეძენილი კრიპტო, რომლის გადარიცხვაც გსურს
- ჩამონათვალში აირჩიე გადარიცხვა
- მიუთითე რაოდენობა, მიმღები საფულის მისამართი და დაასრულე გადარიცხვა.
გადარიცხვამდე აუცილებლად საგულდაგულოდ გადაამოწმე მიმღები საფულის მისამართის სისწორე, რათა თანხა არ დაგეკარგოს.
თითოეულ ვირტუალურ აქტივს გადარიცხვის განსხვავებული საკომისიო აქვს, ამიტომ, გადარიცხვამდე ტარიფებს გაეცანი.