მთავარი

როგორ შევამოწმო გადმორიცხული ვირტუალური აქტივი (კრიპტო) ბლოკჩეინში?

Coinmania-ს საფულეში სხვა საფულიდან გადმორიცხული ვირტუალური აქტივი (კრიპტო) რომ შეამოწმო:

  • საფულეში აირჩიე ის ვირტუალური აქტივი (კრიპტო), რომელიც გადმორიცხე
  • შემდეგ დააჭირე შემოტანას. აქ გამოჩნდება შენი მისამართის ბლოკჩეინი
  • დააჭირე და მოძებნე გადმორიცხული ტრანზაქცია.

თუ ტრანზაქცია იპოვე და მისი სტატუსი დადასტურებულია (დაკონფირმებულია), კრიპტოსაფულეში მალევე აგესახება, ხოლო თუ სტატუსი დაუდასტურებელი (დაუკონფირმებელია), უნდა დაელოდო ბლოკების გამოსვლას და მის დადასტურებას.

თუ ტრანზაქცია შენს მისამართზე ბლოკჩეინში არ ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ გადმომრიცხავი საფულიდან ტრანზაქცია არ გადმორიცხულა.