ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიცენზია
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები (VASPs)
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი არის პირი, რომელიც ახორციელებს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურებას.
ვირტუალური აქტივის მომსახურებაში შემავალი საქმიანობებია:
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში;
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა;
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა;
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა);
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება;
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა;
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება.
ვირტუალური აქტივი არის ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით. ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას.
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი არის ვირტუალური აქტივი, რომელსაც ბაზარზე აქვს ეკვივალენტი ღირებულება ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტში, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს მისი გადაცვლა.
სამართლებრივი აქტები
- "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონი
- "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონი
- "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონი
- "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონი
- "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონი
- "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონი
- "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი
- "ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"
- "გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (ვირტუალური აქტივის პროვაიდერი ვალდებულია, ამ დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყოს 2027 წლის 31 დეკემბრამდე)
სარეგისტრაციო მოთხოვნები
სარეგისტრაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით იხილეთ "ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი" და შესაბამისი დანართები.
"ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანება; დანართები;
შესაბამისობის კონტროლის შესახებ კითხვარი
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASPs) რეესტრი
რისკის შეფასება
- „საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის №1757 განკარგულება
- დანართი 1: „საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში 2023“
- დანართი 2: „რისკების შეფასების განახლება 2024“