როგორ დავრეგისტრირდე?
დასაწყებად აირჩიე ღილაკი რეგისტრაცია.
კოინმანიაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 3 მეთოდით: Google-ით, Facebook-ით ან ელ.ფოსტით. აირჩიე შენთვის სასურველი და შეავსე ცარიელი ველები.
ელ.ფოსტით რეგისტრაციისას, ველების შევსების შემდეგ, შედი მითითებულ ელ.ფოსტაზე და შეამოწმე შემოსული აქტივაციის წერილი.
(თუ წერილი Inbox-ში არ არის, შეამოწმე Spam, Promotions და სარეკლამო საქაღალდეები. შესაძლოა, ჩვენი გამოგზავნილი შეტყობინება ამ განყოფილებებში იყოს მოსული).
ელფოსტაზე მოსული 6 ნიშნა კოდი მიუთითე Coinmania-ზე და შენი რეგისტრაცია წარმატებით დასრულდება. (გაითვალისწინე, რომ კოდი ვალიდურია 2 წუთის განმავლობაში)
შემდეგი ნაბიჯი იქნება ვერიფიკაციის გავლა.