როგორ დავიცვა საფულე?
საფულის დასაცავად შეგიძლია გაააქტიურო დამატებითი უსაფრთხოების სამი მექანიზმიდან სასურველი:
- Google Authenticator: ექვსნიშნა კოდი Google Authenticator-ის აპლიკაციაში დაგიგენერირდება.
- SMS: ექვსნიშნა კოდს საფულეში მითითებულ ნომერზე მიიღებ.
- ელ.ფოსტა: ექვსნიშნა კოდს რეგისტრირებულ ელ.ფოსტაზე მიიღებ.
დამატებითი უსაფრთხოების გააქტიურება შესაძლებელია შემდეგ ოპერაციებზე: ანგარიშში შესვლა, ფულის გადარიცხვა, ვირტუალური აქტივის (კრიპტოს) გადარიცხვა, API გასაღების ნახვა, API გასაღების წაშლა.
სირჩიე სარჩევი, შემდეგ უსაფრთხოება და აირჩიე მეთოდებიდან შენთვის სასურველი ღილაკით „ჩართვა“.
1.1. როგორ დავაყენო Google Authenticator?
პირველ რიგში, გადმოწერე აპლიკაციის Android ვერსია ან iPhone ვერსია.
თუ ამ გვერდს სმარტფონზე კითხულობ, გააკეთე შემდეგი:
- დააკოპირე ეს ლურჯი კოდი: G5STGOJSGYZDALJVMRQWCLJUMI3GILLBHAZDGLJSGIZDEOJSGQYTAMLEHE
- გახსენი Google Authenticator აპლიკაცია
- თუ ანდროინდი გაქვს, ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში დააჭირე წითელ ღილაკს
- აირჩიე Enter a provided key
- Account name გრაფაში ჩაწერე Coinmania
- Your key გრაფაში ჩააკოპირე ლურჯი კოდი
- დააჭირე ADD ღილაკს
- ეკრანზე უნდა დაინახო 6-ნიშნა რიცხვი
თუ ამ გვერდს დესკტოპვერსიაზე კითხულობ, მაშინ:
- გახსენი Google Authenticator აპლიკაცია შენს ტელეფონში
- თუ ანდროიდი გაქვს, ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში დააჭირე წითელ ღილაკს
- აირჩიე Scan a barcode
- დაასკანერე ეს სურათი
- შემდეგ, Google Authenticator აპლიკაციით გენერირებული 6-ნიშნა რიცხვი ქვემოთ მოცემულ გრაფაში ჩაწერე და დააჭირე ღილაკს ეგარი.
1.2. როგორ ჩავრთო SMS უსაფრთხოება?
- დააჭირე ჩართვა-ს SMS-ის მეთოდის გასწვრივ
- მომდევნო ფანჯარაში დააჭირე ღილაკს ჩართვა
- შეიყვანე 6-ნიშნა SMS კოდი, რომელიც გამოგეგზავნება Coinmania-ს ანგარიშში მითითებულ ტელეფონის ნომერზე
- დააჭირე ღილაკს ეგარი.
1.3. როგორ ჩავრთო ელ.ფოსტის უსაფრთხოება?
- დააჭირე ჩართვას ელ.ფოსტის მეთოდის გასწვრივ
- მომდევნო ფანჯარაში დააჭირე ღილაკს „ჩართვა“
- შეიყვანე 6-ნიშნა SMS კოდი, რომელიც გამოგეგზავნება Coinmania-ზე რეგისტრირებული ელ.ფოსტა
- დააჭირე ღილაკს ეგარი.