მთავარი

როგორ გავიარო ვერიფიკაცია?

იმისათვის, რომ საფულით სრულყოფილად ისარგებლო, აუცილებელია ვერიფიკაციის სრულად გავლა.

ვერიფიკაცია შედგება ორი ეტაპისტგან: პირადობის მოწმობით, პასპორტით ან ბინადრობის მოწმობით იდენტობის დადასტურება და მარტივი კითხვარი. 

  • აირჩიე წითელ ველში მოცემული „ვერიფიკაციის დაწყება“
  • გაეცანი პირობებს და დაადასტურე
  • აირჩიე დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა)
  • დაუშვი წვდომა კამერაზე და ატვირთე დოკუმენტი
  • მოათავსე სახე ოვალში და გაიარე იდენტიფიკაცია ვიდეო სელფით 

გაითვალისწინე!  გადაღებისას აუცილებელია შეარჩიო კარგი განათება, რათა მონაცემები გარჩევადი იყოს.  

დოკუმენტით ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემდეგ:

  • აირჩიე „გთხოვთ შეავსოთ კითხვარი“
  • მონიშნე შესაბამისი პასუხები და შეავსე მოთხოვნილი გრაფები
  • დაადასტურე მოქმედება

ამ პროცესის სრულად გავლის შემდეგ შეძლებ საფულით სარგებლობას.