როგორ გადავრიცხო ევრო?
ევროს გადარიცხვა შეგიძლია შენს საკუთარ თიბისის ან საქართველოს ბანკის საბანკო ანგარიშზე.
- საფულეში აირჩიე nEURO
- აირჩიე „გადარიცხვა“
- აირჩიე „ბანკში გადარიცხვა“
- სასურველი ანგარიშის გასწვრივ აირჩიე „გადარიცხვა“ ან დაამატე ახალი საბანკო ანგარიში
- მიუთითე სასურველი გადასარიცხი ოდენობა და დაასრულე მოქმედება
გადარიცხვის საკომისიო 1 ევროა (nEURO), ყიდვა-გაყიდვისა და გადარიცხვის დღიური ლიმიტი კი 10 000 ევროა.
გაითვალისწინე! თიბისი ბანკის შემთხვევაში ევროს გადარიცხვის დადასტურება ხდება ბანკის სამუშაო დღეებსა და საათებში (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 და შაბათი 10:00-14:00).
ევროს გადრიცხვა SEPA-ს მეთოდითაც შეგიძლია.
- საფულეში აირჩიე nEURO
- აირჩიე „გადარიცხვა“
- აირჩიე „SEPA გადარიცხვა“
- მიუთითე მონაცემები და დაასრულე მოქმედება
გაითვალისწინე! გადარიცხვის საკომისიო 10 ევროა, მინიმალური ლიმიტი 30 ევრო, დღიური ლიმიტი 7500 ევრო, ხოლო ერთჯერადად 2500 ევროს გადარიცხვა შეგიძლია.
