როგორ გადავრიცხო დოლარი?
დოლარის გადარიცხვა შეგიძლია შენს საკუთარ თიბისის ან საქართველოს ბანკის საბანკო ანგარიშზე.
- საფულეში აირჩიე nUSD
- აირჩიე „გადარიცხვა“
- აირჩიე „ბანკში გადარიცხვა“
- სასურველი ანგარიშის გასწვრივ აირჩიე „გადარიცხვა“ ან დაამატე ახალი საბანკო ანგარიში
- მიუთითე სასურველი გადასარიცხი ოდენობა და დაასრულე მოქმედება
გადარიცხვის საკომისიო 1 დოლარია (nUSD), ყიდვა-გაყიდვისა და გადარიცხვის დღიური ლიმიტი კი 10 000 დოლარია.
გაითვალისწინე! თიბისი ბანკის შემთხვევაში დოლარის გადარიცხვის დადასტურება ხდება ბანკის სამუშაო დღეებსა და საათებში (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 და შაბათი 10:00-14:00)
