TBC Pay
TBC ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის შემოტანა 2 გზით არის შესაძლებელი
პირველი მეთოდი:
- აირჩიე „ბანკები და სხვა ფინანსური მომსახურება“ → „ელექტრონული საფულეები“ → „Coinmania“.
- შეიყვანე პირადი ნომერი და ტელეფონზე მიღებული SMS კოდი.
- შეიყვანე შენი კოინმანიას საფულის ID, რომლის ნახვაც პროფილის გვერდზე შეგიძლია და გადაამოწმე ეკრანზე ნაჩვენები მონაცემები.
- აპარატში მოათავსე სასურველი ოდენობის თანხა და დაადასტურე გადახდა.
გაითვალისწინე: ამ მეთოდით მხოლოდ საკუთარი ბალანსის შევსება შეგიძლია!
მეორე მეთოდი:
- აირჩიე ბანკები და სხვა ფინანსური მომსახურება → ბანკები → TBC ბანკი → კომპანიის ანგარიშზე თანხის შეტანა
- ვერიფიკაციის მეთოდში აირჩიე შენი პირადი ნომერი ან პასპორტის ID ნომერი და შეიყვანე შესაბამისი მონაცემები
- შეიყვანე ტელეფონის ნომერზე მიღებული ერთჯერადი ოთხნიშნა SMS კოდი
- მიუთითე „შპს ელექტრა ფეის“ საიდენტიფიკაციო კოდი: 402 092 846
- აირჩიე ანგარიშის ნომერი: GE**TB******100005
- გადახდის დანიშნულებაში მიუთითე მიმღების Coinmania-ზე რეგისტრირებული საფულის ელფოსტა ან საფულის უნიკალური ID
- აირჩიე დანიშნულების შენახვა
- შეიტანე აპარატში თანხა და აირჩიე გადახდა
გაითვალისწინე! 23:00 საათიდან 00:30 საათამდე TBC ბანკში მიმდინარე საბანკო დღის დახურვის გამო ლარის შემოტანა ან გატანა შეფერხებულია.
