როგორ შევავსო ლარის (nGEL) ბალანსი კრედო ბანკის ონლაინგანვადებით?
კრედო ბანკის ონლაინგანვადებით Coinmania-ზე ლარის (nGEL) ბალანსის შევსება შეგიძლია.
- საფულის გვერდზე აირჩიე „ბალანსის შევსება“.
- აირჩიე „ფიატი“ და შემდეგ nGEL.
ან
- საფულის გვერდზე აირჩიე nGEL
- აირჩიე „შემოტანა“
- აირჩიე „განვადებით ბალანსის შევსება“.
- მიუთითე სასურველი თანხა, გადაამოწმე მონაცემები და დააჭირე „შევსებას“.
- კრედო ბანკის გვერდზე გადაამოწმე პირადი ნომერი.
- შეიყვანე ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდი.
- გააგრძელე განვადების განაცხადის შევსება კრედო ბანკის ინსტრუქციის მიხედვით.
გაითვალისწინე! თანხის მინიმალური ოდენობა 100 ლარია, მაქსიმალური კი 12000 ლარი.
განვადების დამტკიცების შემდეგ თანხა nGEL ბალანსზე აგესახება.
