როგორ ჩავრთო ბიომეტრიული ავტორიზაცია?

ბიომეტრიული ავტორიზაცია საშუალებას გაძლევს, Coinmania-ს აპლიკაციაში შეხვიდე Face ID-ის, Touch ID-ის, Fingerprint-ის ან PIN კოდის გამოყენებით.

ბიომეტრიული ავტორიზაციის ჩართვა ორი გზით შეგიძლია:

  • აპლიკაციაში პირველი შესვლის შემდეგ, როდესაც სისტემის მხრიდან ჩართვის შეთავაზება გამოჩნდება;

ან

  • აირჩიე მენიუ პარამეტრები უსაფრთხოება და ჩართე სასურველი მეთოდი.

გააქტიურებისას:

  • ჩართე ბიომეტრიული ავტორიზაცია.
  • გაიარე მოწყობილობის მიერ მოთხოვნილი ბიომეტრიული დადასტურების პროცესი.

  • Face ID-სთან, Touch ID-სთან ან Fingerprint-თან ერთად შეგიძლია შექმნა 4-ნიშნა PIN კოდიც, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ბიომეტრიული იდენტიფიკაცია ვერ შესრულდება.